Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia. The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database. |
ომარ თხლაშაძე![]()
Biographyომარ თხლაშაძემ 1965 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა მეღვინის კვალიფიკაცია. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ განაწილებით გაგზავნილი იქნა რუსეთში, ჯერ სტავროპოლში და შემდეგ - როსტოვის ოლქში, ღვინის ქარხანაში მეღვინედ. 1966 წლიდან მუშაობას იწყებს "სამტრესტი"–ს სისტემის თელიანის ღვინის ქარხანაში ჯერ მეღვინედ, შემდეგ, 1983 წლამდე, ამავე ქარხნის დირექტორად. 1987 წლიდან მუშაობს თელავის N2 ღვინის ქარხანაში ჯერ ტექნოლოგად, შემდეგ - მთავარ მეღვინედ. თელიანის ღვინის ქარხანა ერთადერთი იყო "სამტრესტი"–ს სისტემაში, სადაც სუფრის წითელი მშრალი ღვინოები მზადდებოდა. მისი დირექტორობის პერიოდში 100 000 დკლ ღვინო "საფერავი" გაიგზავნა კუბაში, ხოლო "ყვარელმა", "მუკუზანმა", "ნაფარეულმა" და "თელიანმა" არაერთგზის დაიმსახურეს უმაღლესი ჯილდოები სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაზე. ბატონი ომარი ითვლება საქართველოში წითელი ღვინოების ცნობილ ოსტატად. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 344 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |