Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia. The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database. |
ვასილ ბოყოჩაძე![]()
Biographyვასილ ბოყოჩაძემ, 1961 წელს, დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და იმავე წელს დაინიშნა "სამტრესტი"–ს გომის სპირტის ქარხანაში ცვლის ინჟინერ-ტექნოლოგად. 1962 წლიდან, ს. ბოყოჩაძე, 52 წლის განმავლობაში, მუშაობს თბილისის კონიაკის ქარხანაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, ხოლო 1980 წლიდან კონიაკის სპირტების დაძველების საამქროს უფროსია. როგორც კონიაკის გამოცდილი სპეციალისტი, 1967-1969 წლებში იგი მივლინებული იყო საკავშირო გაერთიანება "სოიუზპლოდიმპორტის" მიერ კვიპროსში კონიაკის სპირტების გამოხდის, შერჩევისა და სსრკ-ში კასრებით გამოგზავნის მიზნით. სამი წლის განმავლობაში მისი მეთვალყურეობით გამოხდილ იქნა დიდი რაოდენობით საკონიაკე სპირტები, რომელიც შემდგომ გამოიგზავნა საბჭოთა კავშირში და იქიდან ნაწილი - თბილისის კონიაკის ქარხანაში. დღესაც ქარხანაშია მაშინ გამოგზავნილი გერმანული და კვიპროსის მუხის კასრები. ბატონი ვასილი დაჯილდოებულია მთავრობის ჯილდოებით. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 349 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |