The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



თეიმურაზ გონჯილაშვილი

თეიმურაზ გონჯილაშვილი
Date of birth:19??
Category:Manufacturer

Biography

   თეიმერაზ გონჯილაშვილმა, 1981 წელს, დაამთავრა სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა–მევენახეობა–მეღვინეობის ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ–ტექნოლოგის კვალიფიკაცია. 1984 წელს დაამთვრა აგრარული უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1991 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2004 წელს მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

   ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ თ. გონჯილაშვილი მუშაობს: 1981–1982 წწ. მუშაობდა "სამტრესტი"–ს თბილისის შამპანური ღვინოების ქარხანაში მეღვინე ოსტატად. 1984–1986 წწ. აგრარული უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრაზე უფროსი ლაბორანტია. 1986–1987 წწ. საქართველოს ღვინის მრეწველობის სპეციალური საკონსტრუქტორო ტექნიკური ბიუროს უფროსი ლაბორანტია. 1987–1991 წწ. მებაღეობა–მევენახეობისა და მეღვინეობის ს/კ ინსტიტუტის უფროსი ინჟინერ–ქიმიკოსია. 1991–2001 წწ. აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობის კათედრაზე ასისტენტია. 1995–1999 წწ. მუშაობს "სამტრესტი"–ს კარდანახის ღვინის ქარხანაში ლაბორატორიის გამგედ. 

   1999 წლიდან 2005 წლამდე, თ. გონჯილაშვილი მუშაობს მთავარი ტექნოლოგის თანამდებობაზე შემდეგ კომპანიებში: ერთობლივი ქართულ–ფრანგული მეღვინეობის ფირმა "კასტელ–ჯორჯია", ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთობლივი ქართულ–ჩინური მეღვინეობის ფირმა 'ჯი–ვი ენდ ელ", ერთობლივი ქართულ–გერმანული მეღვინეობის ფირმის "დოიჩე–ინდუსტრიალ კომპანი" და "მანავის ღვინის მარანი".

     2004–2006 წწ. მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ს/კ ინსტიტუტთან არსებული ექსპერიმენტული ღვინის ქარხნის დირექტორია.

   2005 წლიდან იგი კვლავ მთავარი ტექნოლოგია შ.პ.ს. "ქინძმარაულის მარანში".

   თეიმერაზ გონჯილაშვილს, 2003 წლიდან, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება GTZ-ის მიერ, მიენიჭა დეგუსტატორის კვალიფიკაცია.

   2007 წლიდან არჩეულია მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის წევრად.

   ამ წლებში გამოქვეყნებული აქვს 22 სამეცნიერო ნაშრომი. აქვს 3 საავტორო მოწმობა, 2 პატენტი. დაჯილდოებულია "სსრკ–ს გამომგონებლი" ნიშნით.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 359 გვ.

Member of Organizations

  • მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემია , წევრი 2007 წლიდან