| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისი |
|
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
ნინო გელაშვილი![]()
ბიოგრაფიანინო გელაშვილი დაიბადა 1943 წელს თბილისში, სადაც დაამთავრა საშუალო სკოლა და 1960 წელს ჩაირიცხა სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე. 1965 წელს, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ბახის სახელობის ბიოქიმიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. ნ. გელაშვილი, 1970–1994 წლებში, მუშაობდა საქართველოს მევენახეობა–მეღვინეობის ინსტიტუტის მეღვინეობის ლაბორატორიაში უფროს მეცნიერ მუშაკად. არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. გამოქვეყნებული აქვს 30 სამეცნიერო ნაშრომი. მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. წლების განმავლობაში მუშაობდა "სამტრესტი"–ს N1 ღვინის ქარხნის ლაბორატორიაში, იყო ოკამის ღვინის ქარხნის ლაბორატორიის უფროსი, ფირმა "გლავსპირტპრომი"–ს ტექნოლოგი. ქალბატონი ნინო, 2001 წლიდან, მუშაობს ტექნოლოგად შ.პ.ს. "დიონისე"–ს ქარხანაში, სადაც, მისი უშუალო მონაწილეობით, მზადდება სხვადასხვა მაგარი ალკოჰოლური სასმელი: არაყი, ბრენდი, ლიქიორი და სხვა. წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 267 გვ.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

