The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



ნინო გელაშვილი

ნინო გელაშვილი
Date of birth:1943  (83 years)
Category:Manufacturer

Biography

   ნინო გელაშვილი დაიბადა 1943 წელს თბილისში, სადაც დაამთავრა საშუალო სკოლა და 1960 წელს ჩაირიცხა სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე. 1965 წელს, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ბახის სახელობის ბიოქიმიის ინსტიტუტის ასპირანტურაში.

   ნ. გელაშვილი, 1970–1994 წლებში, მუშაობდა საქართველოს მევენახეობა–მეღვინეობის ინსტიტუტის მეღვინეობის ლაბორატორიაში უფროს მეცნიერ მუშაკად. არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. გამოქვეყნებული აქვს 30 სამეცნიერო ნაშრომი. მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. წლების განმავლობაში მუშაობდა "სამტრესტი"–ს N1 ღვინის ქარხნის ლაბორატორიაში, იყო ოკამის ღვინის ქარხნის ლაბორატორიის უფროსი, ფირმა "გლავსპირტპრომი"–ს ტექნოლოგი.

   ქალბატონი ნინო, 2001 წლიდან, მუშაობს ტექნოლოგად შ.პ.ს. "დიონისე"–ს ქარხანაში, სადაც, მისი უშუალო მონაწილეობით, მზადდება სხვადასხვა მაგარი ალკოჰოლური სასმელი: არაყი, ბრენდი, ლიქიორი და სხვა.

   წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 267 გვ.