The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



ივანე ანდრონიკაშვილი

Date of birth:1862
Date of death:1947  (at 85 years)
Burial location:თბილისი
Category:Manufacturer

Biography

   ივანე ანდრონიკაშვილი დაიბადა 1862 წელს სოფელ მელაანში. 1887 წელს მოსკოვში დაამთავრა პეტროვსკის სამიწათმოქმედო და სატყეო აკადემია (ახლანდელი ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემია). 1889-1902 წლებში მუშაობდა კავკასიის საფილოქსერო კომიტეტის მთავარ ექსპერტად და ხელმძღვანელობდა ფილოქსერის საწინააღმდეგო ექსპედიციებს საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიაში. ხალხში აგრონომიის ცოდნის პოპულარიზაციის მიზნით აწყობდა საჩვენებელ ნაკვეთებს, ცდიდა ახალ სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღებსა და სხვა.

   1902-1916 წლებში იყო ბათუმის ქალაქის თავი. მისი რედაქტორობით გამოდიოდა სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი „ვაზი და ღვინო“. 1921 წელს ანდრონიკაშვილის ინიციატივით დაარსდა ჟურნალი „სოფლის მეურნე“, რომელსაც თვითონ რედაქტორობდა. 1923 წელს მოსკოვში სრულიად რუსეთის პირველ სასოფლო-სამეურნეო და კუსტარულ-სამრეწველო გამოფენას ხელმძღვანელობდა, ხოლო 1939 წელს საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე კონსულტაციას უწევდა საქართველოს პავილიონის მოწყობას.

   თავადი ანდრონიკაშვილი გარდაიცვალა 1947 წელს თბილისში.

     წყარო: საქართველო – ღვინის აკვანი / ბონდო კალანდაძე; თბილისი, 2015. - 253 გვ.