Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia. The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database. |
ალექსი ბექაური![]()
Biographyალექსი ბექაური დაიბადა 1915 წელს დუშეთის რაიონში. სწავლა დაიწყო ფასანაურის სკოლაში, საიდანაც გადმოყვანილ იქნა თბილისში და, 1941 წელს, წარჩინებით დაამთავრა სახელმწიფო უნივერსიტეტის მუშათა ფაკულტეტი და შემდეგ ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1945 წელს დაამთავრა სკკპ პარტიის ცკ–თან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლა ქ. მოსკოვში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. მათ შორის, 1966–1967 წლებში იყო "სამტრესტი"–ს მმართველი, 1973–1990 წლებში – საქართველოს სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში განყოფილების გამგე. ბატონ ალექსის გამოქვეყნებული აქვს 53 ნაშრომი და ერთი მონოგრაფია. მინიჭებული ჰქონდა შრომის გმირის საპატიო წოდება. იგი მრავალჯერ იყო არჩეული საქართველოს კპ ცკ–ის წევრად და უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, სკკპ XXII და XXIII ყრილობების დელეგატად, სსრკ–ს მე–6 მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები: ორდენები ლენინის, ოქტომბრის რევოლუციის და მედლები. ბატონი ალექსი გარდაიცვალა 1990 წელს. წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 39 გვ. Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |