შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
აქვსენტი შამუგია![]()
ბიოგრაფიააქვსენტი ონისიმეს ძე შამუგია დაიბადა 1905 წელს, ქალაქ ლანჩხუთში, გლეხის ოჯახში. 1931 წელს ამთავრებს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტს აგრონომ-მეღვინის სპეციალობით და მუშაობას იწყებს "საქართველოს ღვინოში" უმცროს მეღვინედ. მან იმთავითვე მიიქცია ყურადღება როგორც საქმიანმა, ნიჭიერმა, დისციპლინიანმა და პრინციპულმა მეღვინემ. 1933 წელს იგზავნება ვარციხის საბჭოთა მეურნეობაში მთავარი მეღვინის მოადგილედ. 1937 წელს კი იგი უკვე მთავარი მეღვინეა, ამ თანამდებობაზე 1941 წლამდე მუშაობს. 1941-1945 წლებში ბოლნისის საბჭოთა მეურნეობის მთავარი მეღვინეა. 1945 წელს კი ინიშნება "სამტრესტი"–ს მთავარი მეღვინის მოადგილედ. 1948 წელს გადაჰყავთ წინანდლის საბჭოთა მეურნეობის მთავარ მეღვინედ, ხოლო 1955 წელს ისევ აბრუნებენ "სამტრესტში" მთავარი მეღვინის მოადგილედ, სადაც სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მუშაობდა. აქვსენტი შამუგია დაუღალავად იბრძოდა მეღვინეობაში სიახლის შეტანისა და დანერგვისათვის. ჯერ კიდევ 1937-1941 წლებში, ვარციხის საბჭოთა მეურნეობაში მთავარ მეღვინედ მუშაობის დროს, აწარმოებდა პორტვეინის ტიპის ღვინოების თერმულ დამუშავებას. იგი ახალგაზრდობის ჩინებული აღმზრდელი და მასწავლებელი იყო, - იგონებს სამტრესტის მთავარი მეღვინე, ტექნ. მეცნიერებათა კანდიდატი დ. ნაცვლიშვილი - იგი არასოდეს იშურებდა ენერგიას, რომ ცოდნა და გამოცდილება გადაეცა ახალგაზრდებისათვის, იგი იყო ღვინის დაყენების ჩინებული ოსტატი. დიდი შემოქმედი... როცა ღვინოს აჭაშნიკებდა, ისეთი შთაბეჭდილება გვექმნებოდა, თითქოს ღვინოს ესაუბრება, ესმის მისი ენა და ამიტომაც ასე კარგად აფასებს მის ავკარგს. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ნახევრადტკბილი ღვინოების რესურსებისა და ნედლეულის წყაროების გამოვლინებასა და მათი ტექნოლოგიის დაზუსტებაში, ქართული ღვინოების სახელისა და ღირსების ამაღლებაში. 32 წელიწადი ემსახურა ქართულ მეღვინეობას. უპარტიო სპეციალისტი იყო, მაგრამ პარტიამ და მთავრობამ ღირსეულად დააფასეს მისი თავდადებული, უანგარო სამსახური და დააჯილდოვეს "შრომის წითელის დროშის ორდენით" და მედლით "შრომითი მამაცობისათვის". აქვსენტი შამუგია გარდაიცვალა 1963 წელს. წყარო: ქართველი მეღვინეები / გ. ბერიძე, თ. ღლონტი. - თბილისი: საბჭ. საქართველო, 1974. - 106 გვ. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |