შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
იოსებ მჟავანაძე![]()
ბიოგრაფიაიოსებ მჟავანაძე დაიბადა 1929 წელს მახარაძის რაიონის სოფელ ასკანაში. თბილისის N8 ვაჟთა საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1960 წელს. 1963–1974 წლებში სწავლობდა ამავე ინსტიტუტის მეღვინეობის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე. 1949 წლიდან 1986 წლამდე იმუშავა: თბილისის აბრეშუმის ფაბრიკაში; ლიქიორ-არყოს ქარხანაში; ღვინის ქარხანაში მუშად; მუხრანის სასწავლო-საცდელი მეურნეობის ღვინის სარდაფში ინჟინერ-ტექნოლოგად. 1986 წლიდან მუშაობას განაგრძობს მუხრანის ღვინის ქარხანაში მთავარ ინჟინრად, დირექტორად; "სამტრესტი"–ს აპარატში – მთავარ სპეციალისტად. მას საკმაო წვლილი მიუძღვის ქართული შამპანური ღვინოების წარმოების საქმეში. მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსახურებული მეღვინის საპატიო წოდება. იოსებ მჟავანაძე გარდაიცვალა 1997 წელს. წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 188 გვ. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |