Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia. The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database. |
ვალერიან კანდელაკი![]()
Biographyვალერიან კანდელაკი დაიბადა 1881 წელს. ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, სწავლას აგრძელებს ქუთაისში, საიდანაც მიემგზავრება თავის უფროს ძმასთან ყირიმში. 1903 წელს მუშაობას იწყებს ნიკიტის ცნობილ მევენახეობა-მეღვინეობის მარან "მაღარაჩში". 1904 წელს მან, ძმასთან ერთად, პირველმა დაამზადა წითელი ღვინო დურდოს გაცხელების გარეშე. შემდეგ იწყებს მეღვინედ მუშაობას მალცევის კერძო მარანში. 1916 წელს ძმები აარსებენ კურორტ ალუპკას მახლობლად "შარნის მარანს", ხოლო 1917 წელს ყირიმში ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ, მოხდა მათი ქონების ნაციონალიზაცია და ვალერიან კანდელაკი ხელცარიელი, ოჯახთან ერთად, დაბრუნდა საქართველოში. 1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, აყალიბებს "საქართველოს სახალხო მამულებს", იქიდან გადადის მუხრანის საბჭოთა მეურნეობის დირექტორად. ოთხი წელი დაჰყოპ თბილისის N1 ღვინის ქარხანაში. მისი თაოსნობით ბოლნისში ჩამოისხა ყურძნის წვენი, კარდანახსა და ვარციხეში დამზადდა შემაგრებული ღვინოები "კარდანახი" და "სალხინო". ვალერიან კანდელაკი გარდაიცვალა 1944 წელს 63 წლის ასაკში. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 324 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |