შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
ომარ ჩხატარაშვილი![]()
ბიოგრაფიაომარ ჩხარტიშვილმა, ქუთაისის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო საქართველოს სასოფოლო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1961 წელს სწავლული აგრონომის კვალიფიკაციით. მუშაობა დაიწყო 1964 წელს გარდაბნის რაიონის სოფელ დიდი ლილოს მევენახეობის საბჭოთა მეურნეობაში აგრობრიგადირად. 1970 წლიდან 1985 წლამდე, თავდაპირველად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მევენახეობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტია, შემდეგ საბჭოთა მეურნეობების სამინისტროს მთავარი აგრონომი. 1985 წლიდან მუშაობს "სამტრესტი"–ს მევენახეობისა და მეხილეობის მთავარი სამმართველოს უფროსად, ხოლო 1990 წლიდან 2006 წლამდე – მმართველის მოადგილედ და ამავე დროს - მევენახეობის სამმართველოს უფროსად. დაჯილდოებულია მთავრობის ორდენებითა და მედლებით. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 354 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |