The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



გივი კარტოზია

გივი კარტოზია
დაბადების თარიღი:29 მარტი, 1929
გარდაცვ. თარიღი:3 აპრილი, 1998  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   გივი კარტოზია დაიბადა 1929 წლის 29 მარტს ქ. ბათუმში.

   1954 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი.

 იყო მსოფლიოს, ოლიმპიური, ევროპის, საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა): XVI ოლიმპიური თამაშების (1956, მელბურნი) ჩემპიონი და 1960 წლის რომის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1953, ნეაპოლი, 1955 კარლსრუე, 1958, ბუდაპეშტი), მსოფლიოს თასის მფლობელი (1956), სტუდენტთა IX (1951, ბერლინი) და X (1951, ბუქარესტი) მსოფლიო თამაშების გამარჯვებული, სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1952,1953, 1954, 1955). მსოფლიო თასის მფლობელი (1956, სტამბოლი). პირველი მსოფლიოს ჩემპიონი საქართველოს სპორტსმენთა შორის. საქართველოს მეოცე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ვერცხლის პრიზი).

   დაჯილდოებული იყო "შრომის წითელი დროშის", "საპატიო ნიშნის", ღირსების, ვახტანგ გორგასლის მეორე და მესამე ხარისხის და ფილას ორდენებით. საქართველოს მეოცე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ვერცხლის პრიზი). 

   აქტიური სპორტისათვის თავის დანებების შემდეგ მან რამოდენიმე საპასუხისმგებლო თანამდებობა გამოიცვალა. მათ შორის აღსანიშნავია ვაზიანის ღვინის ქარხნის სუვენირებისა და საექსპორტო პროდუქციის წარმოების დირექტორად მუშაობის წლები.

   გ. კარტოზია გარდაიცვალა 1998 წლის 3 აპრილს.

   წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე. / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 373 გვ.

   წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის მეორე და მესამე ხარისხის ორდენი
  • ფილას ორდენი
  • ღირსების ორდენი
  • "საპატიო ნიშნის" ორდენი
  • "შრომის წითელი დროშის" ორდენი
  • ვერცხლის პრიზი
    საქართველოს მეოცე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი