შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
მიხეილ საფაროვი![]()
ბიოგრაფიამიხეილ საფაროვი დაიბადა 1912 წელს ქალაქ მახარაძეში. საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა – თბილისის შამპანურ ქარხანაში ბიოქიმიური საამქროს მორიგე ტექნოლოგად, ორჯონიკიძის რაიონის ქარხსამმართველოში დირექტორის მოადგილედ, სტალინოს და გორლოვკის ღვინის ქარხნების დირექტორად, "სამტრესტი"–ს გასაღების განყოფილების უფროსად, მომარაგება–გასაღების განყოფილების უფროსად. 1969 წელს იგი მივლინებული იყო საფრანგეთში საფრანგეთის ღვინის მრეწველობის გასაცნობად. ბატონი მიხეილი მუშაობდა ღვინომასალების, კონიაკის სპირტების დაძველებისა და შენახვის საკითხებზე. მონაწილეობას იღებდა ქართული ღვინოების, შამპანურის და კონიაკის შერჩევაზე ექსპორტში და საერთაშორისო გამოფენებსა და ბაზრობებზე გასაგზავნად. კვების მრეწველობის სისტემაში მას ნამუშევარი ჰქონდა 40 წელი – 1985 წელს მინიჭებული ჰქონდა საქართველოს კვების მრეწველობის დამსახურებული მუშაკის საპატიო წოდება. იგი იყო დიდი სამამულო ომის მონაწილე, შრომის ვეტერანი, პერსონალური პენსიონერი. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები. ბატონი მიხეილი გარდაიცვალა 1995 წელს. წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 130 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |