The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.

საკონტ. ტელ: 595 45 55 44



ანზორ ქიბროწაშვილი

ანზორ ქიბროწაშვილი
დაბადების თარიღი:25 ოქტომბერი, 1939  (80 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ანზორ ქიბროწაშვილი დაიბადა 1939 წლის 25 ოქტომბერს ახმეტაში. მან იტალიურ კომპანიასთან ერთად, დააარსა ღვინის საწარმო და ქართული სუფრის და ცქრიალა ღვინოები საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანა. ასევე, გააჩნია საკუთარი ვენახები, პირველადი ღვინის ქარხანა ახმეტაში და ჩამოსასხმელი ქარხანა გორში.

    ბატონი ანზორი, ასევე, წარმატებული ქართველი ფალავანია – ძიუდოისტი და საერთაშორისო კლასის არბიტრი, მსოფლიო ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1965), ევროპის ჩემპიონი პირად (1965) და ოთხგზის ჩემპიონი გუნდურ (1962, 63, 66, 67) პირველობაში, სამგზის მეორე (1963, 67, 69) და მესამე (1966) პრიზიორი პირად ჩათვლაში, სსრკ ორგზის ჩემპიონი სამბოში (1966, 69). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, ღირსების ორდენის კავალერი.

   წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე. / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 374 გვ.

   წყარო: http://www.sok.ge/ge/ქიბროწაშვილი-ანზორ/

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი