Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia. The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database. |
ვლადიმერ ქერქაძე![]()
Biographyვლადიმერ ქერქაძე დაიბადა 1915 წელს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტში. 1941 წელს გაიწვიეს ჯარში და მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში მის დამთავრებამდე. მუშაობა დაიწყო 1946 წელს და 1950 წლამდე მუშაობდა საქართველოს ტექნიკური კულტურის სამინისტროში აგრონომად. 1951 წლამდე მუშაობს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სოფლის მეურნეობის განყოფილებაში ინსტრუქტორად, შემდეგ ჩოხატაურის რაისაბჭოში აღმასკომის თავმჯდომარედ. 1954 წლამდე იგი საქართველოს კომპარტიის ქუთაისის რაიკომის პირველი მდივანია. 1989 წლამდე, ბატონი ვლადიმერი, დასაქმებულია შემდეგ თანამდებობებზე: საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ და სოფლის მეურნეობის მინისტრად; ახალციხისა და კასპის რაიონული კომიტეტების პირველ მდივნად; საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის მინისტრის მოადგილედ; მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების მთავარი სამმართველოს უფროსად; ეთერზეთების ტრესტის მმართველად; თბილისის სპირტისა და ლიქიორ–არყის საწარმოო გაერთიანების გენერალურ დირექტორად. მას მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსხურებული აგრონომის საპატიო წიდება. იყო ომისა და შრომის ვეტერანი. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები, ორდენები შრომის წითელი დროშის, საპატიო ნიშნის და მედლები. მრავალი წლის განმავლობაში იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომირტეტის წევრი, უმაღლესი საბჭოს რამოდენიმე მოწვევის დეპუტატი, სკკპ XIX და XX ყრილობების დელეგატი. ბატონი ვლადიმერი გარდაიცვალა 1989 წელს. წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 137 გვ. Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |