The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ოთარ ხაჩიძე

ოთარ ხაჩიძე
დაბადების თარიღი:17 იანვარი, 1927  (97 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ოთარ ხაჩიძე დაიბადა 1927 წელს თელავში. 1949 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი და დაიწყო მუშაობა სამეცნიერო სფეროში, ხელმძღვანელ თანამდებობაზე. 1980 წლიდან მუშაობდა მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში. 1974 წლიდან ბატონი ოთარი არის ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. მას ეკუთვნის 70–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. 

      წყარო: მევენახეობის ენციკლოპედია: მე–3 ტომი; კიშინიოვი: მოლდავეთის საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქცია, 1987. - 367 გვ.