The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



თადო ჩოლოყაშვილი

თადო ჩოლოყაშვილი
ოფიციალური სახელი:თადეოზ
დაბადების თარიღი:18??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    თადეოზ (თადო) ჩოლოყაშვილი ცხოვრობდა საგარეჯოს რაიონის სოფელ ყარაბულახში, დღევანდელ ხაშმში. მან თავისი სასახლის ეზოში ააშენა მარანი, რომლის უნიკალური ქვევრები და სხვა საგნები დღემდე დაცულია. მამულს საკუთარი წყალმომარაგება ჰქონდა და ამით სოფელიც სარგებლობდა. დღესაც ადგილობრივი მკვიდრნი ამ წყალს "თადიანთ" წყალს ეძახიან. წყალი შემოდიოდა ვენახებიდან, ერთ ადგილას გროვდებოდა და შემდეგ, სპეციალური სისტემის წყალობით, ქვევრებს გარს უვლიდა და ღვინოს აცივებდა. თავადმა მარანი იტალიელებს დააპროექტებინა, რომლებიც საკუთარი ხარჯებით ყავდა მოწვეული. ეს ნაგებობა დღემდე უნიკალურ შენობად ითვლება.

    თავადი მარანში მხოლოდ ადგილობრივი გლეხებისაგან აღებულ და საკუთარ ვენახებში დაკრეფილ წითელ ყურძენ – საფერავს წურავდა და შესანიშნავ სუფრის ღვინოს ამზადებდა. მანქანა–მოწყობილობების უქონლობის გამო, ყურძენი პრიმიტიული წესებით მუშავდებოდა. ღვინო დუღდა მუხის ჩანებში. შემდეგ ღვინომასალა თბილისის ქარხნებში იგზავნებოდა ბოთლებში ჩასასხმელად. მისი ღვინო საქართველოს გარდა, რუსეთის იმპერიასა და საფრანგეთში იგზავნებოდა.

    1928 წელს თადო ჩოლოყაშვილი დააპატიმრეს და ქონება ჩამოართვეს.

    მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, ჩოლოყაშვილის ქარხანა–მარანი "სამტრესტმა" შეისყიდა.

    1983 წელს, "სამტრესტის" განკარგულებით, გადაწყდა არსებული ქარხნის ბაზაზე ახალი 1500 ტონა სიმძლავრის წარმოების აშენება, რომელიც 1986 წელს დასრულდა. 1990 წელს, საქართველოს მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ხაშმის ღვინის ქარხანა უსასყიდლოდ გადეცა საქართველოს სპატრიარქოს.

    წყარო: საქართველო – ღვინის აკვანი / ბონდო კალანდაძე; თბილისი, 2015. - 219 გვ.