The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ნუკრი ხეთერელი (კუკური)

ნუკრი ხეთერელი
დაბადების თარიღი:11 დეკემბერი, 1943
გარდაცვ. თარიღი:9 მარტი, 1995  (51 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   კუკური (ნუკრი) ირაკლის-ძე ხეთერელი დაიბადა 1943 წელს 11 დეკემბერს ტყიბულის რაიონის სოფელ ცუცხვათში.

1949 წელს შევიდა ტყიბულის რაიონის სოფელ ორპირის საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1959 წელს.

1959 წელს შევიდა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში, რომლის სრული კურსი დაამთავრა 1964 წელს, ინჟინერ - ტექნოლოგის კვალიფიკაციით.

 1964 წელს განაწილებით წავიდა სამუშაოდ მოლდავეთის ს.ს.რ.- ში.

1965 მარტის თვიდან 1966 ივნისამდე მუშაობდა ნოვი-ანენის რაიონის ბულბოკის ღვინის ქარხნის ლაბორატორიის გამგედ.

1966 წლის ივნისიდან 1966 წლის ნოემბრამდე მოლდავეთის მთავარი სამართველოს ხარისხის ინსპექტორად სამხრეთ ზონაში.

1966 წლის ნოემბრიდან 1967 წლის ნოემბრამდე მოლდავეთის მეღვინეობის მთავარი სამართველოს ცენტრალური ლაბორატორიის ინჟინერ-ტექნოლოგად.

1968 წლის მაისიდან 1970 წლის ივნისამდე მუშაობდა თელავის რაიონის იყალთოს ღვინის ქარხანაში მეღვინე- ოსტატის თანამდებობაზე.

1970 წლის ივნისიდან მუშაობდა გურჯაანის რაიონის მუკუზანის საწარმოო გაერთიანების მუკუზნის  №2 ღვინის ქარხანაში მეღვინე ოსტატად.

1970 წელს შევიდა და 1972 წელს დაამთავრა კვების მრეწველობის სახალხო უნივერსიტეტის საწარმოო ტექნიკური პროგრესის ფაკულტეტი.

1976 წლის მაისიდან 1981 წლის აპრილამდე მუშაობდა ირკუცკის ღვინის ქარხანაში წარმოება გასაღების ბაზაზე ჩამოსხმის ცეხში ოსტატად.

1986 წლის თებერვალში დაინიშნა და 1987 წლის აპრილს განთავისუფლთა პირადი განცხადების საფუძველზე წარმოების ინჟინერი ლენინგორის ექსპერიმენტალურ წარმოების განყოფილებაში.

1987 წლის მაისიდან 1988 წლის მაისამდე მუშაობდა საირმის საკალმახე მეურნეობაში დირექტორის მოადგილედ.

1988 წლის ივნისიდან 1989 წლის იანვრამდე მუშაობდა „თბილმარგარინპრომში“ მთავარ ოსტატად.

1990 წლის აპრილიდან დაინიშნა სავაჭრო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე „საქსურსათსაბითუმოვაჭრობის“ რ/გ. 1993 წლის თებერვალში გადაყვანილი იქნა მმართველის მოადგილედ და აგრეთვე დაევალა სავაჭრო განყოფილების უფროსის მოვალეობის შესრულება.

1994 წლის თებერვალს გადაყვანილი იქნა სახელმწიფო საწარმო „ბეღელში“ დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე.

1995 წლის 9 მარტს გარდაიცვალა.