The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ციალა კაჭარავა

დაბადების თარიღი:27 დეკემბერი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

ციალა კაჭარავა დაიბადა 1939 წლის 27 დეკემბერს, ჩხოროწყუში, ვარლამ კაჭარავას და ნადია ბახტაძის ოჯახში. 1957 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ჩხოროწყუს საჯარო სკოლა და ჩაირიცხა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ახლადგახსნილ ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე. 1962 წელს წარჩინების დიპლომით დაასრულა მეღვინეობისა და ხილ-ბოსტნეულის ტექნოლოგიის კურსი და მიენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია (ეს გახლდათ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მეღვინე ტექნოლოგების პირველი - 1962 წლის გამოშვება). იმავე წელს, „სამტრესტის“ (საქართველოს სსრ ღვინის მრეწველობის საკავშირო-რესპუბლიკური სახელმწიფო კომიტეტი) რეკომენდაციით, დაიწყო მუშაობა თბილისის ახალგახსნილ #3 ღვინის ქარხანაში - იგივე ს/გ „თბილღვინო“ (შემდგომში სააქციო საზოგადოება, ამჟამად, კომპანია „თბილღვინო“). ამ ქარხანაში იმსახურა მან უწყვეტად 50 წლის განმავლობაში, სხვადასხვა პოზიციებზე, „თბილღვინოს“ არსებობისა და საქმიანობის ყველა ეტაპზე (1962-დან 2012 წლის ჩათვლით). ციალა კაჭარავას გაცილება აღინიშნა(72 წლის ასაკში) კომპანიის სამახსოვრო სიგელით .