დავით გურამიშვილი:  დინარი ("პატარა ქალო თინაო"-ს სანაცვლოდ სამღერალი)

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



      დინარი - იგივეა, რაც  მ დ ე ნ ა რ ი - ძველი ქართული ლექსის სახეობა, თექვსმეტმარცვლიანი  შაირით დაწერილი და მოსაზღვრე რითმებით გაწყობილი შვიდტაეპიანი ლექსი, რომლის ბოლო ტაეპში ავტორის სახელია ჩართული.
- ვაქოთ, ვადიდოთ ვინაო? - ღმერთი მაღალთა შინაო,
ვინცა შეამკო ქვეყანა,
ღამე დღედ განაბრწყინაო, 
    ღამე დღედ განაბრწყინა - ღამე დღედ გადააქცია, გაათენა; გათენება დააწესა. ბიბლიის მიხედვით, უფალმა წყვდიადი სინათლით შეცვალა. ბნელი იდო უფსკრულზედა სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ. თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი (ძველი აღთქმა, დაბადება).
ზღვით, ხმელით, ხითურთ, ბალახით მთა-ბორცვი აღმოფინაო,
ყოველი ნივთისაგანი მაშიგან განაჩინაო;
ჩვენ, კაცი, მიწა და წყალი, შეგვზილა, აღგვადგინაო,
მოგვცა სიბრძნე და დაგვიდვა ქმნული ყოველი წინაო.
- ჩვენც გვმართებს მსხვერპლი შევსწიროთ, - დავით თქვა, - იმისთვინაო.
- აქე, ადიდე შენაო, ვინცა შენ აღგაშენაო,
შენ - შავი მიწა, ტალახი - რომ აგრე დაგაშვენაო;
    აღმოფინა - აღმოაცენა, გააჩინა. მიწა და წყალი შეგვზილა - ბიბლიის მიხედვით, ღმერთმა ადამიანის სხეული მიწისაგან, ტალახისაგან შექმნა.
ჩაგიდგა სული ცხოველი, დაგვაწყებინა ქშენაო.
გალაპარაკა, გასმინა, მოგცა პირი და ენაო;
დღე გაგითენა ნათელი, გიბოძა თვალში ჩენაო,
    სული ცხოველი - მარადიული, უკვდავი სული. დაგაწყებინა ქშენაო - აქ: სუნთქვის საშუალება, შესაძლებლობა მოგცა.
ნდომა ცოლ-ქმრობის სურვილით,  საჭმელ-სასმელით რჩენაო,
მას ღმერთსა მსხვერპლი შესწირე,
 დავითმა მოგახსენაო.
 
   

ნდომა ცოლ-ქმრობის სურვილით - წადილი, სურვილი, სიყვარული, რომელიც ცოლქმრობით დაგვირგვინდება.
დავითმა მოგახსენაო - იგულისხმება თვითონ ავტორი; დავით გურამიშვილი აქ თავის სახელს ახსენებს ძველი ქართული ლექსის ერთ-ერთი სახეობის, დინარის, წესის შესაბა.