სტრეისის მოგზაურობა
რარიტეტის უცხოენოვანი წიგნების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს სამოგზაურო ჟანრის თხზულებები, რომელთაგანაც ბევრი საოჯახო დინასტიების, ან მოყვარულ ბიბლიოფილთა საკუთრება ყოფილა. ამ ჟანრის წიგნებს დიდი ინტერესით კითხულობდნენ XVII საუკუნიდან მოყოლებული, – იმ დროიდან, როდესაც საგრძნობლად გაიზარდა საზოგადოების სწრაფვა, მიეღო ინფორმაცია დედამიწის ჯერ კიდევ შეუსწავლელი ადგილების, იქ მცხოვრები ხალხის ყოფა–ცხოვრებისა და ზნე–ჩვეულებების შესახებ.