ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა არის საქართველოს ძირითადი სამეცნიერო და დეპოზიტარული ბიბლიოთეკა, რომელშიც დაცულია საქართველოს ბეჭდვითი გამოცემები, სხვა სახელმწიფოების სამეცნიერო და უნივერსალური ხასიათის უმნიშვნელოვანესი ბეჭდვითი გამოცემები და სხვა დოკუმენტები.
წიგნად ფონდში გაერთიანებულია საქართველოს არაერთი უძველესი კერძო თუ სახელმწიფო ბიბლიოთეკების კოლექცია.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული სხვადასხვა ფორმატის გამოცემების გარკვეული ნაწილი გაციფრებული და ხელმისაწვდომია ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ საიტის საშუალებით. იხ. ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული კოლექციები. ციფრულ ბიბლიოთეკა "ივერიელში" 2025 წლის 1 თებერვლის მონაცემებით განთავსებულია 524.196 გაციფრულებული დოკუმნეტი.
2024 წლის 1 იანვრის მონაცემებით ბიბლიოთეკის ძირითად ფონდში დაცულია:
წიგნი: 3.909.724 ერთეული
დისერტაცია, ავტორეფერატი: 48.060 ერთეული
ჟურნალები : 249.414 წლიური კომპლექტი
გაზეთები: 64.269 წლიური კომპლექტი
ნოტი: 97.498 ერთეული
კარტოგრაფიული გამოცემა: 19.348 ერთეული
ფურცლოვანი გამოცემა: 205.963 ერთეული
გრამფირფიტა: 24.745 ერთეული
ოპტიკური დისკი: 8.873 ერთეული
ვიდეო და ფონო, ფოტოდოკუმენტი, მიკროფილმი - 31.722 ერთეული
მიკროფიშები, მიკროფორმები - 28.511 ერთეული.
ბიბლიოთეკაში არის ძირითადი წიგნსაცავის ფონდი, რომელიც შედგება არაერთი სპეციალიზებული ფონდისაგან.
ძირითად წიგნსაცავის ფონდში შედის:
სპეციალიზებულ ფონდში შედის:
იხილეთ ასევე