ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული კოლექციები

ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი" :

წიგნების კოლექცია - გთავაზობთ ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული წიგნების, მათ შორის  უნიკალური გამოცემების ელექტრონულ ვერსიებს ან სკანირებულ ასლებს PDF ფორმატში.

 

 

ჟურნალების კოლექცია - გთავაზობთ ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული  ჟურნალების  ელექტრონულ ვერსიებს ან სკანირებულ  ასლებს PDF ფორმატში. 

 

 

გაზეთების კოლექცია - გთავაზობთ ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული  გაზეთების  ელექტრონულ ვერსიებს ან სკანირებულ ასლებს  PDF ფორმატში. 

 

 

ნოტების კოლექცია - გთავაზობთ  ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული  ნოტების  სკანირებულ ასლებს  PDF ფორმატში.

 

 

 

დისერტაციების და ავტორეფერატების კოლექციაში წარმოდგენილია  ეროვნული დისერტაციების და ავტორეფერატების ელექტრონული ვერსიები PDF ფორმატში.

 

 

პლაკატების  კოლექცია- გთავაზობთ ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული პლაკატების სკანირებულ ასლებს JPEG ფორმატში. 

 



ეტიკეტების და სამარკო ნიშნების კოლექცია გთავაზობთ  როგორც ეროვნულ ბიბლიოთეკის პლაკატისა და ესტამპის ფონდში  დაცული ეტიკეტების სკანირებულ ასლებს, ასევე კერძო კოლექციონერების მიერ მოწოდებულ ეტიკეტების კოლექციებს JPEG ფორმატში. 

 

 

ხელნაწერების და გრაფიკის  კოლექცია  გთავაზობთ  ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული და სხვადასხვა პროექტების ფარგლებში შემოსულ ხელნაწერებს, საარქივო და გრაფიკული მასალების სკანირებულ ასლებს JPEG ფორმატში. 

 

 

აუდიო წიგნების კოლექცია აერთიანებს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ლიტერატურული ნაწარმოებების და სპექტაკლების აუდიო ჩანაწერებს 1986 წლიდან. ლიტერატურულ ნაწარმოებებს კითხულობენ მწერლები, პოეტები, გამოჩენილი ქართველი მსახიობები და მოხალისეები. კოლექცია წარმოდგენილია MP3 ფორმატში.

 

 

მუსიკალური ფონდის კოლექცია აერთიანებს ეროვნულ ბიბლიოთეკის მუსიკალურ ფონდში დაცული გრამფირფიტების, მაგნიტოფონის კასეტების ელექტრონულ  ვერსიებს MP3 ფორმატში. 

 

 

ფოტო კოლექცია აერთიანებს როგორც ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ფოტოების  სკანირებულ  ასლებს და ასევე პროექტციფრული ფოტომატიანეს" ფარგლებში შემოსულ უნიკალურ ფოტო კოლექციებს  JPEG ფორმატში. 

 

 

 

მ. მამარდაშვილის სახელობის ციფრულ ბიბლიოთეკა გთავაზობთ  შემდეგ კოლექციებს ტექსტურ ფორმატში:

სამოქალაქო საზოგადოების ციფრული ბიბლიოთეკის კოლექცია  მოიცავს  ქართულ ენაზე გამოცემულ სამოქალაქო განათლების პროფილის ლიტერატურას ილუსტრაციებითა და დანართებით, შეიცავს სამართლებრივი და შემეცნებითი ხასიათის ინფორმაციას, სახელმძღვანელოებს, საერთაშორისო დოკუმენტებს, კონვენციებს, დეკლარაციებს და ა.შ. 

 

სამოქალაქო საზოგადოების ქართული პერიოდ-გამოცემების ციფრულ კოლექციაში შესულია საქართველოში მოქმედი სხვადასხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ინსტიტუტებისა და ფონდების მიერ გამოცემული ჟურნალები, სერიული გამოცემები, სტატიები, ანგარიშები, ბიულეტენები, ტრენინგის მასალათა კრებულები, მიმოხილვები, ანალიზი.