საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურული პროგრამების განყოფილება აწყობს როგორც ბიბლიოთეკის ინიციატივით ორგანიზებულ, ისე გარეშე პირებისა თუ ორგანიზაციების მომართვის საფუძველზე დაგეგმილ ღონისძიებებს.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმართება წიგნის პრეზენტაციები, გამოფენები, კონფერენციები, საიუბილეო საღამოები, საჯარო ლექციები, სამეცნიერო კონფერენციები, პოეზიის საღამოები, კინოჩვენებები და სხვა ტიპის კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები. ჩვენი კარი ღიაა ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური შინაარსის დისკუსიებისთვის.
ეროვნულ ბიბლიოთეკას ღონისძიებების მოსაწყობად აქვს სამი დარბაზი: საგამოფენო, საკონფერენციო და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორია. ყველა მათგანი მდებარეობს ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში (გუდიაშვილის ქ. 7).
ბიბლიოთეკის საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზებში ღონისძიების ჩატარება შეუძლია ნებისმიერ კერძო პირს თუ ორგანიზაციას, რომელებმაც ოფიციალური განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთა საბჭოს.
მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთა საბჭო განიხილავს კონკრეტული ღონისძიების ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარების მიზანშეწონილობას და მის თანხვედრას ეროვნული ბიბლიოთეკის მიზნებსა და ამოცანებთან, იგი შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს.
ეროვნული ბიბლიოთეკისთვის პრიორიტეტულია კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ხასიათის ღონისძიებების გამართვა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში ყველა სახის მომსახურება უფასოა.
ორგანიზაციის დასახელებას (უნივერსიტეტი, ფონდი და ა.შ.), ღონისძიების სათაურს, თემას, შერჩეულ დღეს, საათს, ღონისძიების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერას და საკონტაქტო ინფორმაციას.
განცხადება ბარდება ეროვნული ბიბლიოთეკის კანცელარიის განყოფილებას.
საკონტაქტო ინფორმცია:
მისამართი: გუდიაშვილის ქუჩა N7, III კორპუსი
ტელ.: +(995 32) 297 16 18
ელ.ფოსტა: gsabanadze@nplg.gov.ge
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურული პროგრამების განყოფილება