ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი მდებარეობს 1910 წელს მიხეილ ოჰანჯანოვის და რ. გოლენიშჩევის პროექტით აშენებულ ყოფილ სახელმწიფო ბანკის შენობაში, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკას 1987 წელს გადაეცა. იგი ერთ-ერთი საუკეთესოა თბილისის მოდერნის სტილით ნაგებ შენობათა შორის.
ადგილების რაოდენობა 544 - ადგილი; მისამართი: ლადო გუდიაშვილის ქ. 7, III კორპუსი, II სართული



2020 წელს ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზს ეროვნული დროშის დარბაზი ეწოდა. საკონფერენციო დარბაზში წარმოდგენილია ხუთჯვრიანი დროშის ორიგინალი და გამოფენილია შუა საუკუნეების ევროპული საზღვაო რუკების ბეჭდური ვერსიები, სადაც ევროპელი კარტოგრაფების მიერ საქართველოს ტერიტორიის აღსანიშნავად ხუთჯვრიანი დროშებია გამოყენებული.
ადგილების რაოდენობა: 70-80 - ადგილი; მისამართი: ლადო გუდიაშვილის ქ. 7, III კორპუსი, I სართული




გაიხსნა 2018 წელს.
დამოუკიდებლობის დარბაზში წარმოდგენილია ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური მასალა: ქართული ლეგიონის თამარ მეფის სამახსოვრო ნიშანი და სიგელი. საქართველოს 1918-1921 წლების კონსტიტუციის გამოცემის ქართული სიმბოლიკის (ჰიმნის ტექსტი, გერბი) ორიგინალები; დამოუკიდებლობის აქტის სამუშაო ვერსიები; 1921 წლებში გამოცემული საქართველოს რუკები, ხელნაწერები და საარქივო მასალები, 9 აპრილის მოვლენების ამსახველი ფოტომასალა.
ადგილების რაოდენობა: 50-60 - ადგილი; მისამართი: გუდიაშვილის ქ. 5, II კორპუსი, I სართული




გაიხსნა 2025 წელს.
დარბაზში წარმოდგენილია ქართული დამწერლობის განვითარების გზა უძველესი დროიდან თანამედროვე ეპოქამდე. საექსპოზიციო სივრცის იატაკის მოზაიკა ქუთაისის ბაგრატის ტაძრის იატაკის მოზაიკას იმეორებს. დარბაზს აქვს მოჩუქურთმებული ხის კარი ვახტანგ VI-ისა და ანთიმოზ ივერიელის გამოსახულებებით.
ადგილების რაოდენობა: 50 - ადგილი; მისამართი: გუდიაშვილის ქ. 5, I კორპუსი, I სართული (შესასვლელი ნატო ვაჩნაძის ქუჩიდან)




2021 წელს ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიას რეზო გაბრიაძის სახელობის კინოდარბაზი ეწოდა. კინოდარბაზი აღჭურვილია უახლესი აპარატურით, შესაძლებელია როგორც პრეზენტაციების მოწყობა, ისე ფილმების ჩვენება, საჯარო ლექციებისა და საქმიანი შეხვედრების გამართვა. აუდიტორიის კედლებზე რეჟისორ რეზო გაბრიაძის სცენარების მიხედვით გადაღებული ფილმების აფიშების ასლებია წარმოდგენილი.
ადგილების რაოდენობა: 48 - ადგილი; მისამართი: ლადო გუდიაშვილის ქ. 7, III კორპუსი, 0 სართული



