საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაწევრიანებისათვის მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილებაში უნდა წარადგინოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი, ადგილზე შეავსებთ სარეგისტრაციო ბარათს და გადაიღებთ ფოტოს. მომსახურება უფასოა.
გაზეთ "სიტყვა და საქმის"(კვირის პალიტრის დამატება) ბიბლიოთეკაში ინახება 1997 წლიდან. ნომრები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: ბიბლიოთეკაში დარეგისტრირებისათვის საჭიროა მხოლოდ მოქალაქის პირადობის მოწმობით მისვლა მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილებაში.
ეროვნულ ბიბლიოთეკის კატალოგიდან წიგნები შეგიძლიათ დაჯავშნოთ ბიბლიოთეკაში მოსვლამდე. იხილეთ წიგნების დისტანციურად დაჯავშნის ვიდეოგზამკვლევი. წიგნის წასაკითხად უნდა მობრძანდეთ ბიბლიოთეკაში.
ელექტრონულ კატალოგში მოძიებული წიგნების და სხვა მასალების უმეტესობა არ არის გაციფრულებული და შეგიძლიათ მხოლოდ ბეჭდურ ფორმატში წაიკითხოთ ბიბლიოთეკაში. თუ სასურველი წიგნის ან სხვა მასალის მოძიებისას, არ არის მითითებული ბმული წარწერით "ვებსაიტი" ან "სრული ტექსტი", წიგნის სრული ტექსტი არ გაიხსნება. გაციფრულებული გამოცემები, სრული ტექსტები გადმოწერის საშუალებით კი, ეძებეთ აქ: http://dspace.nplg.gov.ge/?locale=ka და http://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/
ბიბლიოთეკის ვებ საიტზე განთავსებულია ქართველი ავტორების, ექიმების, სპორტსმენების, უცხოეთში მოღვაწე ქართველი ემიგრანტების და სხვა გამოჩენილი პიროვნებების ბიოგრაფიული ცნობარები.
ეროვნული ბიბლიოთეკიდან წიგნის სახლში გატანა არ ხდება, გარდა ჰუმბოლდტის გერმანულენოვანი სამკითხველო დარბაზის და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკისა. გერმანულენოვან სამკითხველო დარბაზში და ფრანგულ მედიათეკაში შესასვლელად დაგჭირდებათ ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველის ბილეთი, რომელიც უნდა აიღოთ მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილებაში. ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო დოკუმენტები გაიცემა მხოლოდ ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებში.
მკითხველის ბილეთი გაიცემა 14 წლის ასაკიდან. საჭიროა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელ საბუთი. მისი არქონის შემთხვევაში, ბიბლიოთეკაში რეგისტრაციისთვის დაგჭირდებათ არასრულწლოვანის დაბადების მოწმობა და ერთ–ერთი მშობლის პირადობის მოწმობა. დამატებითი შეკითხვებისთთვის მიმართეთ: მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილებას ტელ.: +(995 32) 297 16 58.
წიგნის მუზეუმი ღიაა ყოველდღე, 10:30-17:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა. წინასწარ დაუკავშირდით იშვიათ გამოცემათა განყოფილებას ტელ.: +(995) 599 84 99 92
გამარჯობა, შეგიძლიათ, თუ თავისუფალია დარბაზი. დაუკავშირდით ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას + (995) 032 297 16 18.
ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველს შეუძლია ისარგებლოს ბეჭდური მასალის ასლის გადაღებით, სკანერის აპარატით, რისთვისაც უნდა მიმართოთ ბიბლიოთეკის დარბაზის თანამშრომელს.
გამარჯობა, დაკარგული ბილეთის აღსადგენად უნდა მიბრძანდეთ, მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილებაში, დაწეროთ განცხადება და 10 დღეში მიიღებთ ახალ ბილეთს
ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები ღიაა 10:00-20:00 საათამდე და მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, გარდა ქვეყანაში გამოცხადებლი საყოველთაო უქმე დღეებისა.
გამარჯობა, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ყველანაირი მომსახურება უფასოა. ლეპტოპის შემოტანა დაშვებულია და სამკითხველო დარბაზებში შეგიძლიათ ისარგებლოთ WIFI-ით.
ეროვნული ბიბლიოთეკა იბარებს ბეჭდური სახით 1 ც. დისერტაციას, 2 ც. ავტორეფერატს და დისერტაციის ელექტრონულ ვერსიას CD დისკზე, სასურველია ბოლო ვერსიის PDF.
უნდა მოიტანოთ ეროვნული ბიბლიოთეკის დაკომპლექტების განყოფილებაში (ტელ.: 2 97 16 29) , გუდიაშვილის ქუჩა N5 (შემოსასვლელი ნატო ვაჩნაძის ქუჩიდან). გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი და თანხმობა დისერტაციის ინტერნეტში გასაჯაროების შესახებ.
ციფრული ბიბლიოთეკა "ივერიელიდან" წიგნის ჩამოტვირთვას რეგისტრაცია არ სჭირდება. რეგისტრაციისას მხოლოდ ახალი გაციფრულებული წიგნების შესახებ მიიღებთ ინფორმაციას. თუ წიგნის PDF არ იხსნება, ე.ი ამ წიგნზე საავტორო უფლება ვრცელდება და მხოლოდ ბიბლიოთეკის შენობაში გაიხსნება წასაკითხად.
დაუკავშირდით საერთაშორისო სტანდარტული ნომრების განყოფილებას https://www.nplg.gov.ge/geo/ISBN,_ISMN,_ISSN
ფოტოსესიის დღის დასაჯავშნად განცხადების დაწერა შეგიძლიათ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10საათიდან 17 საათამდე. წინასწარ დაუკავშირდით საზოგადოებასთან ურთიერთობის და კულტურული პროგრამების განყოფილებას: https://www.nplg.gov.ge/geo/270