ბიბლიოთეკის სტატუსი


„საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა არის საქართველოს ძირითადი სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელშიც დაცულია საქართველოს ბეჭდვითი გამოცემები, უცხო სახელმწიფოების სამეცნიერო და უნივერსალური ხასიათის უმნიშვნელოვანესი ბეჭდვითი გამოცემები და სხვა დოკუმენტები, ეროვნული ბიბლიოგრაფიის, ინფორმაციის, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების, ბიბლიოთეკების მეთოდური საქმიანობის და კულტურის ცენტრი, აგრეთვე ამ სამუშაოების კოორდინატორი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად. განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გამო ეროვნული ბიბლიოთეკა ექვემდებარება საქართველოს პარლამენტს.


 

მოკლე ინფორმაცია

სრული სახელწოდება
საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკის რეკვიზიტები
მისამართი: საქართველო, თბილისი 0108, გუდიაშვილის ქ.5/7
ტელ.: +(995 32) 297 16 02, +(995 32) 297 16 61 (სამდივნო)
ფაქსი: +(995 32) 297 16 15
ვებ გვერდი: http://www.nplg.gov.ge/

ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი
გენერალური დირექტორი - გიორგი კეკელიძე

ბიბლიოთეკის დაარსების თარიღი
1846 წელი

ბიბლიოთეკის ადგილმდებარეობა და შენობები
ბიბლიოთეკა ექვს კორპუსშია განთავსებული, აქედან I, II, III, IV კორპუსები მდებარეობენ თბილისის ცენტრში, ლადო გუდიაშვილისა (N5-7) და ანტონ ფურცელაძის ქუჩაზე (N 11), VI კორპუსი - სულხან ცინცაძის ქუჩაზე (N63). V კორპუსი კი - ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე (N10). ეროვნულ ბიბლიოთეკას ეკუთვნის ავლაბრის არალეგალური სტამბა-მუზეუმის შენობა თბილისში, კასპის ქუჩაზე (N7). 

ბიბლიოთეკის ფონდი 2018 წლის მონაცემებით:
4 700 000-ზე მეტი შენახვის ერთეული, აქედან 3.780.000 ერთეულზე მეტი წიგნი მსოფლიოს 99 ენაზე.
იშვიათი ქართული წიგნის ყველაზე დიდი კოლექცია საქართველოში.

მკითხველთა რაოდენობა:
2017 წლიდან -2023 წლის 1 მაისამდე ბიბლიოთეკაში გაწევრიანდა 32032 მკითხველი, აქედან 3077 უცხო ქვეყნის მოქალაქე.

ბიბლიოთეკის თანამშრომელთა საშტატო რაოდენობა:
445 თანამშრომელი