ISBN წიგნის, ISMN მუსიკალური გამოცემების, ISSN სერიული გამოცემების საერთაშორისო სტანდარტული ნომრები

ISBN, ISMN და ISSN არის საფუძველი ნაბეჭდ ერთეულთა სექტორის სამი შემადგენელი კომპონენტის ურთიერთკავშირისათვის - გამომცემლობითი, სავაჭრო და ბიბლიოთეკური. ნომერი ენიჭება ყოველ ცალკეულ გამოცემას და მათი საშუალებით ხდება შეკვეთისა და დისტრიბუციის სისრულეში მოყვანა. ISBN-ის, ISMN-ისა და ISSN-ის საშუალებით იოლად მოიძებნება ინფორმაცია სასურველი ნაბეჭდი ერთეულის შესახებ.

ეროვნული ბიბლიოთეკის ISBN-ის, ISMN-ისა და ISSN-ის საერთაშორისო სტანდარტული ნომრების განყოფილება:

  • გასცემს ISBN წიგნის, ISMN მუსიკალური გამოცემისა და ISSN სერიული გამოცემის საერთაშორისო სტანდარტულ ნომრებს გამომცემლობებზე და ავტორ-გამომცემლებზე;
  • ახორციელებს კონტროლს საერთაშორისო სტანდარტული ნომრის მინიჭებასა და შენარჩუნებაზე;

გამომცემლობები და ავტორ-გამომცემლები ვალდებულნი არიან,  მიანიჭონ საერთაშორისო სტანდარტული ნომრები მათ მიერ გამოცემულ თითოეულ ნაბეჭდ ერთეულს, რათა შესაძლებელი გახდეს მათი ჩართვა გამომცემელთა საერთაშორისო ცნობარში. 
საერთაშორისო სტანდარტული ნომრები ლეგალურს, კანონიერს ხდის თვით გამავრცელებლის საქმიანობას. 
გამომცემლობები და ავტორ-გამომცემლები ვალდებულნი არიან გადასცენ გამოცემის ოთხი ეგზემპლარი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას.

ISBN –ის ( წიგნის საერთაშორისო სტანდარტული ნომერი) სააგენტო მდებარეობს ლონდონში.




ISMN –ის (მუსიკალური გამოცემების საერთაშორისო სტანდარტული ნომერი) სააგენტო მდებარეობს ბერლინში.

 



ISSN–ის (სერიული გამოცემების საერთაშორისო სტანდარტული ნომერი) ცენტრი მდებარეობს პარიზში.



 

სამუშაო საათები: 10.00 : 18.00, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა
მისამართი: გუდიაშვილის ქ. 5, I კორპუსი, I სართული (შესასვლელი ნატო ვაჩნაძის ქუჩიდან)
ტელ.: +(995 32) 297 16 32; 
ელ.ფოსტა: 
ninosim@hotmail.com; nsimonishvili@nplg.gov.ge  

ISBN-ის, ISMN-ისა და ISSN-ის საერთაშორისო სტანდარტული ნომრების განყოფილების ვებგვერდი