ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა სამკითხველო დარბაზში ინტერნეტში თავისუფალი დაშვება უზრუნველყოფილია უკაბელო Wireless ტექნოლოგიის მეშვეობით.

 ელექტრონული რესურსებით მომსახურების განყოფილებაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ინტერნეტით, ბიბლიოთეკის  კომპაქტ–დისკებით (CD–ROM) ფონდით,  ლოკალური მონაცემთა ბაზებით, მათ შორის ინტრაქსელური ციფრული ბიბლიოთეკით, კანონების მონაცემთა ბაზით, სამეცნიერო ლიტერატურის ცნობილი გამომცემლობების ელექტრონული მონაცემთა ბაზებით EBSCO, WORLD BANK, "დიდი ინგლისურ–ქართული ონლაინ ლექსიკონით"  და სხვ.

"ლიბერთი ელექტრონული დარბაზი", გთავაზობთ თავისუფალ წვდომას ინტერნეტზე, ელექტრონულ ბიბლიოთეკებზე, ქართულ პერიოდულ გამოცემებსა და უცხოურ ჟურნალ-გაზეთებზე. დარბაზი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციასაც ასრულებს. აქ არაერთი საინტერესო ღონისძიება და სასწავლო ტრენინგი იმართება.


სამუშაო საათები:10.00:18.00, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა
მისამართი: გუდიაშვილის ქ. 7,  III კორპუსი, 0 სართული
ტელ.: +(995 32) 297 16 12  
ელ.ფოსტა: rdanelia@nplg.gov.ge

ელექტრონული რესურსებით მომსახურების განყოფილება