ბიბლიოთეკის შენობების ადგილმდებარეობა და ფუნქციური ზონები
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მკითხველს ემსახურება ყოველდღე - 9:30-20:00, შესვენების გარეშე.
ბიბლიოთეკის დირექცია, განყოფილებები და კაბინეტები მუშაობენ 9:00-18:00 შესვენება 13:00-14:00, დასვენების დღეები - შაბათი, კვირა.
ბიბლიოთეკა არ მუშაობს საქართველოში გამოცხადებულ უქმე დღეებში.
ბიბლიოთეკის ოფიციალური მისამართია: გუდიაშვილის ქ. 5/7, თბილისი, 0108
ტელ.: + (995 32) 297 16 02
ფაქსი: +(995 32) 297 16 15
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ექვს შენობაშია განთავსებული. ამ შენობათაგან I, II, III, IV კორპუსები მდებარეობს თბილისის ცენტრში, ლადო გუდიაშვილისა და ანტონ ფურცელაძის ქუჩაზე, V - ქალაქ ქუთაისში, VI კორპუსი კი - თბილისში, სულხან ცინცაძის ქ. 63 (ყოფილი საბურთალოს ქუჩა).
როგორ მივიდეთ ბიბლიოთეკის I, II, III, IV კორპუსებში?
მეტროპოლიტენით - გაჩერება „თავისუფლების მოედანი,
ავტობუსით, მიკროავტობუსით - გაჩერება ბარათაშვილის ქუჩა 2-4; თავისუფლების მოედანი-პუშკინის სკვერი; რუსთაველის გამზირი - ქაშვეთის ეკლესია და I საჯარო სკოლა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდს - ავტობუსი რეალურ დროში.
I კორპუსის შენობის მისამართია - თბილისი, ლ. გუდიაშვილის ქ. 5
კორპუსში ფუნქციონირებს:
- წიგნის მუზეუმი და იშვიათ გამოცემათა განყოფილება
- ჰენრიხ ჰრინევსკის სახელობის ხელოვნებისა და პოლონური ლიტერატურის დარბაზი
- ISBN წიგნის, ISSN სერიული გამოცემების და ISMN მუსიკალური გამოცემების საერთაშორისო სტანდარტული ნომრების განყოფილება.
II კორპუსის შენობის მისამართი - თბილისი, ლ. გუდიაშვილის ქ. 5
კორპუსში ფუნქციონირებს:
- ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტის განყოფილება.
- დავით სარაჯიშვილის დარბაზი
- დაკომპლექტების განყოფილება
- დამოუკიდებლობის დარბაზი
- დედა ენის დარბაზი
- ვაჟა-ფშაველას კაბინეტი
- ვახტანგVI-ის ლაბორატორია
- კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის კაბინეტი
- მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილება
- მერაბ მამარდაშვილის სახელობის სამოქალაქო განათლების სამკითხველო დარბაზი
- პერიოდულ გამოცემათა სამკითხველო დარბაზი
- რეპრესირებული ლიტერატურის კაბინეტი
- ფოლკლორის დარბაზი
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამკითხველო დარბაზი
- ქართული ემიგრაციის დარბაზი
- ჭაბუა ამირეჯიბის სახელობის კაბინეტი
III კორპუსის შენობის მისამართია - თბილისი, ლ. გუდიაშვილის ქ. 7
კორპუსში ფუნქციონირებს:
- აფხაზური ლიტერატურის კუთხე
- ბიბლიოთეკის დირექცია
- ელექტრონული რესურსებით მომსახურების განყოფილება და „ლიბერთი" დარბაზი.
- ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი
- ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი
- ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორია
- ვილჰელმ ჰუმბოლდტის სახელობის გერმანულენოვანი ლიტერატურის ბიბლიოთეკა
- ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის სამკითხველო დარბაზი
- კინობიბლიოთეკა
- მარო მაყაშვილის სახელობის ბაღი
- ორიენტალისტიკის სამკითხველო დარბაზი
- საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურული პროგრამების განყოფილება
- საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა
- სანოტო და აუდიოვიზუალური გამოცემებით მომსახურების განყოფილება და სამკითხველო
- საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილება და სამკითხველო დარბაზი
- სტეფანო პაოლინის სახელობის იტალიური ბიბლიოთეკა
- ქართველოლოგიის განყოფილება და სამკითხველო დარბაზი
- ღვინისა და ვაზის ბიბლიოთეკა
IV კორპუსის შენობის მისამართია - თბილისი, ა. ფურცელაძის ქ. 11
კორპუსში ფუნქციონირებს:
- ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი"
- ფონდების კონსერვაციის და რესტავრაციის განყოფილება
V კორპუსის, ნიკო ნიკოლაძის სახელობის ქუთაისის წიგნთსაცავის შენობის მისამართია - ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ. 10
2014 წელს ეროვნულ ბიბლიოთეკას ქ. ქუთაისში გადაეცა შენობა წიგნადი ფონდისთვის დამატებითი საცავის მოსაწყობად. შენობაში განთავსებულია წიგნსაცავი.
VI კორპუსის, ვახტანგ VI-ის სახელობის შენობის მისამართია - თბილისი, ს. ცინცაძის ქ. 63
კორპუსში ფუნქციონირებს:
- აკაკი ბაქრაძის კაბინეტი
- აგრობიბლიოთეკა
- ალექსანდრე ქართველის კაბინეტი
- ბარბარე ჯორჯაძის კაბინეტი
- გურამ შარაძის კაბინეტი
- ვატო როდონაიას ოთახი
- მაქსიმე ბერძნიშვილის კაბინეტი
- ნოდარ დუმბაძის სახელობის დარბაზი და ბაღი
- ნიკოლოზ ბარათაშვილის დარბაზი.
ავლაბრის არალეგალური სტამბა-მუძეუმი შენობის მისამართია - თბილისი, კასპის ქ. 7
2012 წელს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა ავლაბრის არალეგალური სტამბა-მუზეუმის შენობა.
დამატებით იხილე