ეროვნულ ბიბლიოთეკის საცნობარო-ბიბლიოგრაფიულ განყოფილებაში ფუნქციონირებს გიორგი გეხტმანის სახელობის სამკითხველო დარბაზი და საინფორმაციო სამსახური. გეხტმანის სახელობის სამკითხველო დარბაზი ბიბლიოთეკის საცნობო-საძიებო სისტემის გამოყენებით ოპერატიულ მომსახურებას გთავაზობთ . ეს არის ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგები და მონაცემთა ბაზები, საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილების წიგნადი ფონდი და თემატური კარტოთეკები, ცნობარები.
მკითხველისთვის ხელმისაწვდომია სამეცნიერო ლიტერატურის ცნობილი გამომცემლობების ელექტრონული მონაცემთა ბაზები. ასევე ხელმისაწვდომია ინტერნეტ რესურსები და საქართველოს კნონმდებლობის ნორმატიული აქტების კრებული. მკითხველს შეუძლია მისთვის საჭირო ინფორმაცია ჩაიწეროს ინფორმაციის მაგნიტურ მატარებელზე (CD, USB).
საინფორმაციო სამსახური მკითხველს ემსახურება ბიბლიოგრაფიული კონსულტაციით:
სამუშაო საათები: მუშაობს 10:00 – 20:00.
მისამართი: გუდიაშვილის ქ. 7, III კორპუსი, 0 სართული
ტელ.: +(995 32) 297 16 02 (144)
ელ.ფოსტა: mmeskhi@nplg.gov.ge
საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილება