საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალური ვებ-საიტი nplg.gov.ge - წარმოადგენს ონლაინ პორტალს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებისა და კოლექციების, რესურსების, მომსახურების, საბიბლიოთეკო საქმიანობის, ორგანიზაციის სტრუქტურისა და ისტორიის შესახებ.
ბიბლიოთეკის ვებ პორტალზე განთავსებული ჩვენი ვებ-გვერდები გთავაზობთ ფართო სპექტრის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას, მათ შორის ისტორიულ მასალებს, რომლებიც კონკრეტული დროის პროდუქტს წარმოადგენენ და შეიძლება შეიცავდნენ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს ან ნეგატიურ სტერეოტიპებს, რაზეც ბიბლიოთეკა პასუხს არ აგებს.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს სამომხმარებლო წესები, ამიტომ პერიოდულად გადაამოწმეთ ინფორმაცია მოცემულ გვერდზე და გადახედეთ ასევე კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
1. ინფორმაციის სიზუსტე
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს nplg.gov.ge-ზე წარმოდგენილი ინფორმაციის მუდმივ განახლებას და სიზუსტეს.
ვინაიდან ვებ-საიტი შეიცავს უმსხვილეს საინფორმაციო ბაზებს, ამიტომ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არ იძლევა გარანტიას, რომ ბაზების განახლების პროცესში გარკვეულ უზუსტობას ან შეფერხებას არ ექნება ადგილი.
თუ ვებ-საიტზე აღმოაჩენთ ინფორმაციის უზუსტობას, დაუყოვნებლივ გვაცნობეთ და გადამოწმების შემდეგ შევიტანთ შესაბამის ცვლილებებს.
2. საავტორო უფლებები
ვებ-საიტზე არსებული ტექსტური, ვიდეო, აუდიო, ფოტო, გრაფიკული, პროგრამული მასალები და HTML, წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკუთრებას ან მოპოვებული აქვს მათი გამოყენების/გავრცელების უფლება ინერნეტით ან ინტრანეტით.
თქვენ გეძლევათ უფლება ჩამოტვირთოთ და გამოიყენოთ ბიბლიოთეკის ვებ-საიტზე განთავსებული მასალები პირადი მოხმარების უფლებით. ნებისმიერი მასალის გამოყენებისას უნდა მოხდეს წყაროს მითითება: nplg.gov.ge.
კომერციული მოხმარების მიზნით ბეჭდვა, კოპირება, გამრავლება, პუბლიკაცია ან მსგავსი ქმედებების განხორციელება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ნებართვის გარეშე აკრძალულია. ამ პირობის დარღვევას შესაძლებელია მოჰყვეს სამართლებლივი შედეგები.
ბიბლიოთეკა არ იღებს პასუხისმგებლობას ბეჭდურ თუ ელექტრონულ გამოცემებში გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე, მასზე პასუხისმგებელია ავტორი ან გამომცემელი.
3. სალიცენზიო პირობები სრულტექსტოვანი მონაცემთა ბაზებისათვის ბიბლიოთეკის ლოკალურ ქსელში
ეროვნული ბიბლიოთეკა გაფრთხილებთ, რომ ბიბლიოთეკის ლოკალურ ქსელში განთავსებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი დაცულია საავტორო უფლებებით.
საავტორო უფლებების დარღვევისთვის სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მკითხველს.
გამოცემების უწყვეტი გადაწერა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება უწყვეტი კოპირებისთვის ნებადართული არ არის.
მკითხველს არ აქვს ელექტრონული დოკუმენტების ტირაჟირების და კომერციული მიზნებისთვის გავრცელების უფლება.
მკითხველს შეუძლია გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტები მხოლოდ სამეცნიერო, კვლევითი და საინფორმაციო ციტირებისათვის.
4. ლოგოტიპი და ბმულები
nplg.gov.ge-ის ლოგოტიპი წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკუთრებას, რომლის გამოყენებაც ნებართვის გარეშე აკრძალულია. ლოგოტიპის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ბიბლიოთეკის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
თუ თქვენს ვებ-საიტთან nplg.gov.ge-ის მიბმის სურვილი გაქვთ, გვაცნობეთ წერილობით, იმისათვის რომ დავრწმუნდეთ ბმულის სიზუსტეში. ბიბლიოთეკა მოგანიჭებთ ბმულის გამოყენების უფლებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მისი განთავსება ჩვენთვის არასათანადო ვებ-საიტისთვისაა განკუთვნილი.
ვებ-საიტები, რომლებზედაც მიბმულია nplg.gov.ge-ის გვერდი, წარმოადგენენ მესამე პირის საკუთრებას, რომლის მართვის ან კონტროლის უფლება ჩვენ არ გაგვაჩნია, შესაბამისად, მათ ქმედებებზე პასუხისმგებლობას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა არ იღებს.
5. კომენტარების და პოსტების პოლიტიკა
ჩვენ მივესალმებით თქვენს ჩართულობას ბიბლიოთეკის ბლოგებში, სოციალურ ქსელებსა თუ ონლაინ დისკუსიებში. ჩვენი ონლაინ საიტები რეგულირდება ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებული სამოქალაქო დისკუსიის ზოგადი წესებით. თქვენ სრულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს მიერ გამოქვეყნებულ ყველა გზავნილზე.
ეროვნული ბიბლიოთეკა ნებისმიერი აზრის დისკრიმინაციისაგან შორსაა, თუმცა ბიბლიოთეკას შეუძლია ნებისმიერი მომხმარებლის კომენტარი გააკონტროლოს და უფლებას იტოვებს ნებისმიერი შინაარსი, ავტორის წინასწარი გაფრთხილების გარეშე, წაშალოს. ჩვენ არ ვამოწმებთ მონაწილე პიროვნების მონაცემებს, ჩვენ ვიცავთ ქვემოთ ჩამოთვლილ წესებს:
6. უსაფრთხოება და გარანტია
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენს მიერ ინტერნეტში ნებისმიერი გზით მიღებულ ინფორმაციაზე, პროდუქტზე თუ მომსახურებაზე, რომელიც პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით დაკავშირებულია ჩვენს ვებ-საიტთან, გარდა იმ ინფორმაციისა თუ მომსახურებისა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა გთავაზობთ nplg.gov.ge-ზე.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა არ იძლევა გარანტიას nplg.gov.ge-სთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა ვებ-საიტებზე არსებული ხელმისაწვდომ/გადმოსაწერი ფაილების უსაფრთხოებაზე და კომპიუტერული ვირუსების ინფიცირებისაგან დაცულობაზე. თქვენ ხართ პასუხისმგებელი გადმოწერილი ფაილების მოხმარებამდე მიიღოთ უსაფრთხოების შესაბამისი ზომები, რაც გულისხმობს კომპიუტერული ვირუსების ინფიცირებისაგან თავის არიდებას.