ირანული ზეგავლენა ქართველ დიდგვაროვანთა სამოსში XVI-XVII საუკუნეების დასავლეთ საქართველოში ფრესკების მიხედვით = Iranian Influence on the Clothing of Georgian Nobility: the Evidence from 16th-17th-Century Frescoes in Western Georgia
 16/05/2024

წინამდებარე ნაშრომში სრულყოფილად არის გაანალიზებული XVI-XVII საუკუნეების დასავლეთ საქართველოში არსებული სიტუაცია. წარმოჩენილია ის პოლიტიკური ფაქტორები, რაც ხელს უწყობდა რეგიონში სპარსული კულტურული ზეგავლენის გაძლიერებას; გამოკვეთილია ის კულტურული ფაქტორები, რის გამოც დასავლეთ საქართველოს დიდგვაროვნები „მისდევდნენ" ირანულ მოდას; შესწავლილია ტანსაცმელთან დაკავშირებული სპარსული ტერმინოლოგია, რომელიც ქართულში დამკვიდრდა. ნაშრომი, რომელიც კიდევ ერთი საინტერესო კუთხით შეისწავლის ქართულ-ირანულ ურთიერთობებს, უდავოდ ავსებს ამ სფეროში არსებულ სამეცნიერო ლიტერატურას, სამეცნიერო მიმოქცევაში შემოაქვს ახალი საყურადღებო მასალები და მრავალ საკითხს ახლებურად წარმოაჩენს.