საქართველოს ეკლესიის მოკლე ისტორია = Краткая история Грузинской Апостольской Святой Церкви = A Concise History of the Holy Apostolic Church of Georgia ; Mesheti (in Turkish language)
 16/05/2024

„საქართველოს ეკლესიის მოკლე ისტორია" წარმოადგენს მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის ოთხტომეულის „საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიის" ძალზე შემოკლებულ ვარიანტს. წიგნში საქართველოს ეკლესიის ისტორია დაყოფილია სამ დიდ პერიოდად და საეკლესიო ცხოვრება გადმოცემულია საუკუნეთა მიხედვით. წმ. მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და წმიდა ნინოს მიერ დაფუძნებული ეკლესია წარმოადგენდა ერის მტკიცე საყრდენს სულიერი გადარჩენისათვის ბრძოლაში, ამასთანავე, ეკლესიამ ეროვნულ სახელმწიფოსთან თანადგომით შეძლო თავის წიაღში ჩამოეყალიბებინა უდიდესი საგანძური ქართველი ხალხისა - ქართული მწერლობა, ლიტერატურა, პოეზია, ფერწერა, არქიტექტურა და ზოგადად, 1700 წლოვანი ქართული ქრისტიანული კულტურა.