მრავალტომეული თავს უყრის საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის აღიარებული მკვლევრის პროფესორ სერგი მაკალათიას პრაქტიკულად ყველა შრომას, რომელიც თანამედროვე მკითხველს მისი დიდი ღვაწლის გააზრებასა და გაცნობაში დაეხმარება. წინამდებარე ტომი 1957 წელს ცალკე წიგნად გამოქვეყნებულ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ნარკვევს - „ბორჯომის ხეობას" - ეთმობა. ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული აღნიშნული ნაშრომი მას შემდეგ პირველად გამოიცემა. წიგნის სათაურად მხარის ძველი სახელწოდება აიღეს. ავტორისავე განმარტებით, თორი გახლდათ ქართლისა და სამცხის მიჯნაზე მდებარე კუთხის ისტორიული სახელწოდება VIII - IX საუკუნეებიდან 1830 წლამდე. ვიდრე მას რუსეთის იმპერიის სამხედრო უწყებამ ბორჯომის ხეობა არ უწოდა.