XVIII ს-ის II ნახევარი საკმაოდ მნიშვნელოვანი და, ამავე დროს დრამატული პერიოდია საქართველოს ისტორიაში. სამი საუკუნის წინ დაშლილი ერთიანი ქართული სახელმწიფოს ადგილზე წარმოქმნილ ქართლ-კახეთის და იმერეთის სამეფოებს და მათთან ერთად დასავლეთ საქართველოს სამთავროებს დიდი ძალისხმევა უწევდათ არსებობის შესანარჩუნებლად. ქვეყნის ისტორიულ მტრებს, ირანის და ოსმალეთის იმპერიების სახით შეემატა სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე შექმნილი ახალციხის საფაშო, რომელიც ოსმალეთის პოლიტიკური ერთეული გახდა და დიდ როლს თამაშობდა ქართული სამეფო-სამთავროების ცხოვრებაში. საკვლევი საკითხის ქრონოლოგიური ჩარჩო მოიცავს პერიოდს სოლომონ I-ის გამეფებიდან XIX-ს-ის 10-იანი წლების ჩათვლით. დღიდან ახალციხის საფაშოს დაარსებისა, სამცხის ყოფილი სამთავრო იქცა პლაცდარმად დანარჩენი საქართველოს წინააღმდეგ საბძოლველად. 1628 წლიდან, ჯაყელთა საგვარეულოს გამაჰმადიანებული წარმომადგენლების საფაშოს ტახტზე ასვლის შემდეგ, ახალციხის ფაშა იყო ორგანიზატორი ან უშუალო მონაწილე აღმოსავლეთ თუ დასავლეთ საქართველოში განხორციელებული სადამსჯელო ლაშქრობისა, ხშირად საკუთარი შეხედულებით ცვლიდა იმერეთის სამეფო ტახტის მფლობელს ან გურია-ოდიშის მთავრებს. ეს ფაქტი ფაშის დიდ ძალაზე და მის გავლენაზე მეტყველებდა. XIX ს-ის დასაწყისში, როცა ნათელი გახდა, რომ საქართტველოში დამკვიდრებული რუსულ ხელისუფლება ერთნაირად მიუღებელი იყო როგორც ბაგრატიონებისთვის, ისე გამაჰმადიანებული ჯაყელებისთის, იმერეთის უკანასკნელი მეფე სოლოომონ II, ხშირად უკავშირდებოდა ახალციხის ფაშებს და მათ გამოყენებას ცდილობდა რუსეთის წინააღმდეგ. ქართულ და უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით, ნათელი ხდება, რომ გამაჰმადიანებული ჯაყელების სამფლობელო იყო სამცხის სამთავროს ადგილზე შექმნილი დიდი მნიშვნელობის მქონე თურქული პოლიტიკური ერთეული, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ქართულ სამეფოსთან, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ეს ურთიერთობა ყოველთვის კეთილმეზობლური იყო.