ოკუპირებული მემკვიდრეობა = Occupied heritage : (რელიგიური ნაგებობები ოკუპირებულ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში) : [ფოტოალბომი]
 22/05/2024

ალბომში „ოკუპირებული მემკვიდრეობა" პირველად იხილავთ ერთად თავმოყრილ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ საკულტო ნაგებობებს, რომელთა უმეტესობის ფოტო პირველად ქვეყნდება, ალბომში ასევე პირველად იბეჭდება ოკუპაციის შემდგომი პერიოდის ფოტომასალა, სადაც მრავალი საკულტო ნაგებობის დღევანდელი მდგომარეობაა ასახული. ალბომი კიდევ ერთი მცდელობაა, ჩვენი ხმა გავაგონოთ ცივილიზებულ სამყაროს, რათა განადგურებისგან დავიცვათ ქართული კულტურის უძველესი ძეგლები, რომელთაგან ზოგიერთს უფრო მეტი ასაკი აქვს, ვიდრე ოკუპანტს - სახელმწიფოებრიობის ისტორია. ჩვენი მართლმადიდებლური, იუდაური, კათოლიკური, სომხური, ლუთერული, მუსლიმური სალოცავები საქართველოს მოქალაქეებისთვის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, მსოფლიოს უძველეს ცივილიზაციებთან კავშირის დამადასტურებელი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. ეს ჩვენი იდენტობაა, უძველესი ცივილიზაციის ენაა, რომლითაც დანარჩენ მსოფლიოს ველაპარაკებით. ოკუპანტი მის განადგურებას ცდიილობს - ოკუპირებული სალოცავები ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი ადამიანების ბედს იზიარებენ. მათაც, ისევე როგორც იქ დარჩენილ ჩვენს თანამემამულეებს, ალბათ, ჯერ კიდევ სჯერათ, რომ თანამედროვე მსოფლიო გაცილებით სამართლიანი და მგრძნობიარე იქნება და აღარ გაიმეორებს XX საუკუნის დასაწყისში დაშვებულ საბედისწერო შეცდომას.