წინამდებარე წიგნი ძირითადად ავტორის ბოლო წლებში გამოქვეყნებული სამეცნიერო და პუბლიცისტური წერილების კრებულია. მათი უმეტესობა ანალიტიკური ხასიათისაა ლიტერატურისა და ფოლკლორის ისეთ საკითხებზე, რომელთა მიმართაც მეცნიერთა შორის განსხვავებული შეხედულებები და მოსაზრებები არსებობს. სტატიები ძირითადად ფშავს, ფშაურ ფოლკლორსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. ვაჟა-ფშაველას პიროვნებასა და შემოქმედებას წიგნში რამდენიმე წერილი ეთმობა. საყურადღებოა ასევე მონოგრაფილი ნაშრომი: „მთიელ ქალთა როლი პოეტური ფოლკლორის განვითარებაში", რომლის მიზანიც ქართველ ქალთა თვალსაჩინო დამსახურების წარმოჩენაა ხალხური პოეზიის შექმნა- გამდიდრება-გავრცელების საქმეში. მკითხველი აგრეთვე გაეცნობა ავტორის ინტერვიუებს სხვადასხვა ჟურნალისტთან და სხვა არანაკლებ საინტერესო თემებს შეხვდებით წინამდებარე წიგში.