წინამდებარე სახელმძღვანელოში განხილულია სამხედრო მედიცინის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულების სამხედრო-საველე ქირურგიის ამოცანები თანამედროვე სამხედრო კონფლიქტების, ფართომასშტაბიანი და ლოკალური ომების შემთხვევაში და მათი შესრულების გზები. სამხედრო მედიცინის მიმდინარე პროგრესის შესაბამისად წარმოდგენილია მნიშვნელოვანი მასალები თანამედროვე იარაღით მიყენებულ დაზიანებებზე, მათ ობიექტურ შეფასებებზე, ქირურგიული დახმარების ორგანიზების თავისებურებებისა და „დაპროგრამებული მრავალსაფეხურიანი ქირურგიული მკურნალობის" ტაქტიკაზე. სახელმძღვანელოში დამატებულია მასალები მხედველობის, სმენის ორგანოების, ყბა-სახის დაზიანებების, სახის და კისრის ჭრილობების შესახებ, შევსებულია ახალი ილუსტრაციებით.