სამხედრო ხელოვნების ისტორია : (დამხმარე სახელმძღვანელო იუნკერებისათვის). ნაწილი 1
 28/05/2024

წინამდებარე წიგნი წარმოადგენს დამხმარე სახელმძღრვანელოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებისათვის სამხედრო ხელოვნების ისტორიაში. მასში გაერთიანებულია სხვადასხვა ავტორების პუბლიკაციები. ქრონოლოგიური ჩარჩო მოიცავს ცალკეულ პერიოდს ანტიკური ხანიდან მე-20 საუკუნის მიწურულამდე. წარმოდგენილი საკითხავი მასალა მეტად საინტერესოა როგორც საქართველოს, ასევე ევროპისა და აზიის სამხედრო ხელოვნების კუთხით. კერძოდ, სახელმძღვანელოში შეკრებილია ამ დარგის ქართველი და უცხოელი მკვლევარების ნაშრომები სამხედრო ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენებისა და სამხედრო ლიდერების შესახებ. წარმოჩენილია ამ უკანასკნელთა განსაკუთრებული როლი (პიროვნული თვისებები, აზროვნებისა და მართვის უნარები) ბრძოლებსა და სამხედრო კომპანიებში გამარჯვების ან დამარცხების საქმეში, რაც, საინტერესო იქნება იუნკერებისა და ზოგადად მკითხველისათვის.