წიგნი წარმოადგენს დამოუკიდებელ კვლევას, რომელიც თემატურად, სხვადასხვა აქტუალურ პრობლემას ერთ სამართლებრივ სივრცეში აქცევს. ასევე მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ავტორის მიერ გაანალიზებული თითოეული პრობლემა უკავშირდება დღევანდელობას და ხაზს უსვამს საკითხთა აქტუალობას. ავტორმა სრულიად ახალი პრობლემები წამოსწია ნიკო ნიკოლაძის შემოქმედებიდან. ნაშრომში სხვა აქტუალური პრობლემების განხილვასაც ვხედავთ, ესაა გენდერული თანასწორობის საკითხი, სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა და ევროპული გზის არჩევა. საზოგადოებრივ ცხოვრებაში და სამართლის სისტემის განვითარების მამოძრავებელ ძალთა შორის ახალგაზრდობის ადგილი, თაობათა ბრძოლის თეორიის აქტუალობა.