ნაშრომში თავმოყრილი, შესწავლილი და შეფასებულია საქართველოში XX საუკუნის პირველ ნახევარში დიდაქტიკური აზროვნების განვითარების ისტორია. სწავლა/სწავლების ახალი იდეების შემოსვლის, ჰუმანური პედაგოგიკის ჩამოყალიბება - დამკვიდრების მცდელობის საკითხები. განხილულია მეოცე საუკუნის ქართული პედაგოგიკის აზროვნების გამოჩენილი წარმომადგენლების: დ. უზნაძის, ლ. ბოცვაძის, გ. თავზიშვილის, შ. სიხარულიძის, დ. ყიფშიძის და სხვათა შეხედულებები, კვლევები განათლების, აღზრდისა და სწავლა/სწავლების საკითხებზე და შედარებულია ქვეყანაში მიმდინარე განათლების პოლიტიკის ცალკეულ მიმართულებებთან.