ქართულ-აფხაზური პოლიტიკური ურთიერთობები საქართველოს პირველ რესპუბლიკაში
 29/10/2024

1918-1921 წლები, თვისობრივად, ახალი ეტაპია სამი ათასწლოვანი ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში. 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციით საქართველომ აღიდგინა ეროვნული სახელმწიფოებრიობა. ახლად შექმნილი ქართული სახელმწიფო წარმოქმნის დღიდანვე შეუდგა მსოფლიო ფასეულობების ურყევ დაცვას. თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპების განუხრელ გატარებას რეალურ ცხოვრებაში. „აფხაზეთის საკითხის" მოწესრიგება იქცა ერთ-ერთ ყველაზე ცენტრალურ პრობლემად ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოსთვის და უნდა ითქვას, რომ მაშინ საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლებამ ურთულეს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკურ ვითარებაში შეძლო აფხაზეთში შექმნილი კრიზისული სიტუაციის განმუხტვა და აფხაზეთის საკითხის ცივილიზებული გზით გადაჭრა. წინამდებარე ნაშრომის მიზანია ობიექტურ ფაქტებზე დაყრდნობით აჩვენოს, თუ როგორ ვითარდება ურთიერთობა ქართველებსა და აფხაზებს შორის. ასევე მაშინდელი საქართველოს ხელისუფლების პოლიკიკა აფხაზ სეპარატისტთა წინააღმდეგ ბრძოლაში.