ციცერონიდან ჩვენამდე : (ნარკვევები)
 29/10/2024

ძველ რომთან, შემდგომ ბიზანტიის იმპერიასთან საქართველოს ურთიერთობაზე ქართველ ისტორიკოსთა და იურისტთა მიერ არაერთი ნაშრომია დაწერილი. წინამდებარე ნარკვევების კრებული ეძღვნება რომის, ბიზანტიისა და საქართველოს ურთიერთობის ეპიზოდებს, აქცენტი გადატანილია მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთ გამოჩენილი მოღვაწის, ფილოსოფოსის, იურისტის, მწერლის და შეუდარებელი ორატორის მარკუს ტულიუს ციცერონის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. ვინ იყო ციცერონი, მკითხველი წიგნიდან მეტს შეიტყობს. იგი ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელია კაცობრიობის ისტორიაში, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანია, ხაზს ვუსვამთ მის ადამიანურ თვისებებს. ამიტომ შეგვიძლია ,ვთქვათ, რომ მან უდიდესი როლი ითამაშა არა მარტო იმ პერიოდის რომის ისტორიაში, არამედ შემდგომი პერიოდის სამართლებრივ-ფილოსოფიური აზრის განვითარებაში და ეხმაურება დღევანდელობას. ამიტომაც აირჩიეს წიგნის სათაურად „ციცერონიდან ჩვენამდე".