ავსტრალიაში მოღვაწე ქართველი ეთნომუსიკოლოგის, იოსებ ჟორდანიას წიგნი ეძღვნება მრავალხმიანობის გენეზისის პრობლემას ადამიანის ევოლუციის ზოგად კონტექსტში. წიგნში მკითხველი შეხვდება საკითხთა ფართო წრეს, მათ შორის დღეისათვის მსოფლიოში არსებული და შორეულ ისტორიულ წარსულში არსებული მრავალხმიანობის კერების მიმოხილვას, შედარებითი კვლევის ისტორიას და მის დღევანდელ პერსპექტივებს ეთნომუსიკოლოგიაში. წიგნი წარმოადგენს ინგლისურ, ჩინურ და იაპონურ ენებზე ბოლო წლებში გამოსული მონოგრაფიის გაფართოებულ ავტორისეულ თარგმანს.