სამხედრო ხელოვნების ისტორია : (დამხმარე სახელმძღვანელო იუნკერებისათვის). ნაწილი 5
 29/10/2024

წინამდებარე წიგნი წარმოადგენს დამხმარე სახელმძღვანელოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებისათვის სამხედრო ხელოვნების ისტორიაში. მეხუთე ნაწილი შედგება სამი თავისაგან. პირველ თავში განხილულია იმპერიალიზმის ეპოქის ერთ-ერთი პირველი სამხედრო კონფლიქტი - ინგლის-ბურების ომი. აქცენტი გაკეთებულია ამ ომში შემოტანილ ისეთ ტაქტიკურ და ტექნიკურ სიახლეებზე, როგორებიცაა: პარტიზანული ბრძოლა, რაზმების ჩამოყალიბება, ჯავშანმატარებელი, აეროსტატი და ა.შ. განსაკუთრებით საინტერესოა მეორე თავში წარმოდგენილი უცხოელი ავტორების გამოკვლევები I მსოფლიო ომის შესახებ. აღნიშნული სამხედრო კონფლიქტი თავისი მასშტაბით წარმოადგენდა პირველ დაპირისპირებას ევროპის კონტინენტსა და ახლო აღმოსავლეთში სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებს შორის. აღნიშნულმა ომმა სერიოზული ბიძგი მისცა სამხედრო ხელოვნების განვითარებას ყველა მიმართულებით; იქნება ეს ახალი სტრატეგიები და ტაქტიკები, შეიარაღება, დაგეგმარება აღსრულება და ა.შ. მესამე თავში გაანალიზებულია ჩვენი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ისტორიის მეტად მნიშვნელოვანი ეტაპები: ახლად შექმნილი ქართული სახელმწიფოს დაპირისპირება ოსმალურ ექპანსიასთან. კერძოდ, ტაქტიკური კუთხით განხილულია ჩოლოქისა და არდაგანის ოპერაციები, საქართველოს ისტორიული ტერიტორიების განთავისუფლებისათვის ქართული ჯარის მიერ წარმოებული საბრძოლო მოქმედებები. გამოკვეთილია გენერლების: გიორგი მაზნიაშვილისა და გიორგი კვინიტაძის, როგორც ოპერაციების ხელმძღვანელების როლი გამარჯვების მიღწევის საქმეში.