შემდგენელი. მე მოვდივარ თქვენთან ჩემი მარტოობიდან : შეხვედრა მერაბ მამარდაშვილთან
 31/10/2024

ცნობილია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თავისი ლექციები მერაბ მამარდაშვილმა დაიწყო სიტყვებით: „მე მოვდივარ თქვენთან ჩემი მარტოობიდან თქვენს ობლობასა და მიტოვებულობაში". მოცემული წიგნი არის მცდელობა, რომ გავიაზროთ თუ რა მოხდა ამ შეხვედრის დროს, ვინ იყო მერაბ მამარდაშვილი და რა გამოცდილება და მემკვიდრეობა დაგვრჩა ფილოსოფოსთან შეხვედრიდან. წიგნში მკითხველს საშუალება ეძლევა, რომ მამარდაშვილის პიროვნებასა და ნააზრევს გაეცნოს სხვადასხვა მხრიდან: თუ რა მოგონებები აკავშირებთ მერაბთან მის უახლოეს მეგობრებს, თუ როგორ ესმით და როგორ იაზრებენ მის ფილოსოფიას დღეს ქართველი ავტორები და აგრეთვე შეეძლება გაეცნოს უშუალოდ მის ფილოსოფიასაც.