ქრისტიანული მწერლობის საგანძური : პატრისტიკული მემკვიდრეობა (I-XIV სს)
 04/03/2025

ჩვენს წინაშეა ქრისტიანული მწერლობის საუნჯე - პატრისტიკული მემკვიდრეობის რჩეული ძეგლების ქართული თარგმანები. მართალია, წინამდებარე კრებულში ყველა წმინდა მამის ლიტერატურული მემკვიდრეობა არ ასახულა, მაგრამ ერთად თავმოყრილია ყველაზე მნიშვნელოვანი მოღვაწეების ცალკეული საღვთისმეტყველო ნაშრომები, რომელნიც ჟანრრობრივად მრავალფეროვანია. აქვე შეხვდებით რამდენიმე თხზულების ძველ ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანებს და ასევე ძველი ქართულიდან ახალ ქართულ ენაზე გადმოღებულ ვერსიებსაც. ამა თუ იმ ძეგლის გაცნობამდე გთავაზობთ მოკლე ცნობებს წარმოდგენილი ტექსტებისა და მათი ავტორების შესახებ. წიგნში მასალა განლაგებულია ქრონოლოგიის პრინციპით.