გერმანულენოვანი პოეზია (XIX-XXI სს.) = Deutschsprachige Dichtung aus dem 19. und 21. Jahrhundert : [კრებული]
 17/09/2025

წინამდებარე კრებული წარმოადგენს XIX და XXI საუკუნეების გერმანული, ავსტრიული და შვეიცარიული ავტორების პოეტური შემოქმედების ნიმუშებს, რომლებიც წარმოდგენილია პარალელური ტექსტების სახით-თარგმანი და ორიგინალი. ლეექსების შერჩევისას გათვალისწინებულია მიმდინარეობათა და სტილთა მრავალფეროვნება: აქ შეხვდებით კლასიკას - გოეთე და შილერი, რომანტიკას - ნოვალისი, ბრენტანო, აიხენდორფი, დროსტე-ჰიულსჰოფი, ჰიოლდერლინი, გვიანრომანტიკას და პოსტრომანტიკას - რიუკერტი, მიორიკე, ჰაინე, ვაგნერი, იმანენტურ ტრანსცენდენტურობას - ჰებელი, გვიანრომატიკას იმპრესიონიზმთან ერთად - კ.ფ. მაიერი, შტეფენი, იმპრესიონიზმს ავანგარდთან ერთად - ნიცშე, დემელი, მორგენშტერნი, ანთროპოსოფიულ აზრისმიერ ლირიკას - შტაინერი, ექსპრესიონიზმს - თრაკლი, ტრადიციას და კონსერვატიულ განახლებას - გეორგე, ჰოფმანსტალი, ჰესე, ასევე თანამედროვე და პოსტმოდერნისტული პოეზიას - რილკე, ბენი, აუსლენდერი, კაშნიცი, აიხი, ცელანი, ბობროვსკი, ბახმანი, ბრამბახი, ენცენსბერგერი, ბირმანი და ჰანდკე.