ქართველი კლასიკოსი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას, ახალი გამოცემა ავტორის ორ მნიშვნელოვან რომანს, "გოეტეს ცხოვრების რომანი" და "ბელადი", აერთიანებს.
"გოეტეს ცხოვრების რომანი" ბიოგრაფიული რომანია იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს შესახებ. თავად ავტორის თქმით, ეს ნაშრომი საქართველოს სახელგამმა შეუკვეთა გოეთეს იუბილეს გამო. იგი პირველი ცდაა ბიოგრაფიული რომანისა ქართულ ენაზე.
"ბელადი" ხშირად მოიხსენიება, როგორც წიგნი, რომელმაც კონსტანტინე გამსახურდიას საბჭოთა ეპოქაში სიცოცხლე შეუნარჩუნა. რომანის პირველი ნაწილი 1937 წელს ჟურნალ „მნათობში" დაიბეჭდა. ამ წიგნში აღწერილია გორელი ბიჭის ბავშვობა მოზარდობის ასაკამდე. თვალში საცემია ის, რომ ბიჭი ეროვნული და ნაციონალისტური იდეებით იზრდება. სსრკ-ში სიტუაცია სტალინის სიკვდილის შემდეგ შეიცვალა. კ. გამსახურდია თავის ერთ-ერთ გამოსვლაში მწერალთა კავშირის ტრიბუნაზე 1956 წელს ამბობდა, რომ სტალინისთვის არც ლომი, არც არწივი არასოდეს მიწოდებიაო, რაც დავწერე გულით დავწერეო. მართლაც ეს წიგნი არა სტალინს, არამედ შიდა ქართლის, გორის, როგორც ქართლის გულის, ასევე ქართული კულტურის და ყოფის სიყვარულითაა გაჯერებული.